Saturday, November 15, 2008

საცდელი პროექტი "ნებისყოფის აღზრდა მოზარდებში"


პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები იკვლევენ ასაკიდან გამომდინარე სიძნელეებს ნებისყოფის აღზრდაში ეძებენ გზებს და საშუალებებს თუ როგორ ხდება ნებისყოფის თვითაღზრდა, განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტში.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ჯიუტობისა და ნეგატივიზმის გამოვლენას მოზარდის განვითარების პერიოდში(12-14 წლები) იკვლევენ თავის მორალურ და ინტელექტუალურ უფირატესობას,აგროვებენ გამოცდილებას კიდევ ერთ ინდივიდუალურ თავისებურებაზე-,,სიზარმაცე” მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევები(ინტერვიუ,წერილები,დღიურები და წიგნები) ეძებენ ნებისყოფის არზრდის შემდეგ საშუალებას, რომელსაც სკოლა ფლობს ესარის მასწავლებელთა და სკოლის ხელმძღვანელ პირთა ავტორიტეტი.

მოსწავლეთა ასაკი/კლასები: VI-VII კლასები.

პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობის საფუძველზე ადარებენ ერთმანეთის ნამუშევრებს და უზიარებენ თავიანთ შეხედულებებს.

მოსალოდნელი შედეგები: ნებისყოფის აღზრდის გზებისა და საშუალებების ცოდნის მიღება
სარგებელი სხვებისათვის: მოზარდებს შორის ნებისყოფის მოვლის მიზნებზე ცნობიერების ამაღლება,რაც მათ ამ მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ.

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი: ნებისყოფის ჩამოყალიბების საქმეში სკოლამ ფართოდ უნდა გამოიყენოს სწავლება როგორც სააღმზრდელო ღონისძიება. სკოლის ეროვნული გეგმით გათვალისწინებულია დიდი მოცულობის მრავალფეროვანი საასწავლო მასალა რომელიც მოსწავლემ მასწავლებლის მეშვეობით უნდა გააცნობიეროს,ცოდნის ფასს მოხმარებაში აქტივობაში ღებულობს.მატემატიკის ფიზიკის და სხვა მეცნიერებთა საფუძვლების სწავლება საკუთარი ცხოვრების მიზნებისათვის დასახოს. მეცნიერებები (ჯორდანო ბრუნო და გალილეო გალილეი), ნებისყოფის არზრდის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისტორიისა და ლიტერატურის საქმეს,ისტორიის გაკვეთილზე მოსწავლე ეცნობა იმ ადამიანებს რომლებმაც უარი თქვეს პირად ბედნიერებაზე და მთელი თავიანთი სიცოცხლე ხალხისა და ქვეყნის კეთილდრეობის საქმეს მოახმარეს.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლია ლეონიძე


პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lialeonidze@gmail.com

პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: